18 ნოემბერი 2024,   04:26
ვრცლად
ლარის კურსი დაეცა

ეროვნული ვალუტა გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 31 ოქტომბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9632 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9545 ლარი იყო.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 00.87 ლარი შეადგინა.

ლარი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.2963 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2739 ლარს შეადგენდა.

ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0224 ლარი შეადგინა. რაც შეეხება გირვანქა სტერლინგს, მისი ღირებულებაც გაუფასურებულია და 31 ოქტომბერს 3.8184 ღირს. დღეს მოქმედი კურსით კი 3.7909 ღირდა. სხვაობამ ამ შემთხვევაში, 0.0275 შეადგინა.

დღის ამბები