ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც "დიდი შვიდიანის" სამიტებზე რუსეთის მიწვევას ეწინააღმდეგება. რეზოლუციის თანაავტორი კონგრესემენი ალბიო საი-რესია. მისი განცხადებით, შეზღუდვა შენარჩუნდება, სანამ რუსეთი მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას პატივს არ სცემს.
საი-რესმა წინადადება მიმდინარე წლის აგვისტოში მას შემდეგ წარადგინა, რაც ტრამპმა "დიდი შვიდიანის" სამიტზე რუსეთის დაბრუნების სურვილი გამოთქვა.