საპატრიარქოში სინოდის სხდომას რამდენიმე გავლენიანი ეპისკოპოსი არ ესწრება. მათ შორის არიან მეუფე გრიგოლი, მეუფე აბრამი და მეუფე ზენონი.
აღსანიშნავია, რომ სამივე მათგანი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს ღიად უჭერს მხარს და პროდასავლური განცხადებებით გამოირჩევიან.
გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ ამ სამი მეუფის ხმა გამოაკლდება მეუფე მელქისედეკს, რომელსაც სინოდის სხდომაზე პატრიარქი მეუფე იოანესთან ერთად ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველად წარადგენს.
"კურიერის" ინფორმაციით, ქუთაის-გაენათის ეპარქიის საკითხი საპატრიარქოში სასულიერო პირებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შესაძლოა გახდეს.
სავარაუდოდ ხმათა უმრავლესობას დღევანდელ სხდომაზე მეუფე იოანე მიიღებს და ქუთაის-გაენათის ეპარქიას ჩაიბარებს. ის პრორუსული განცხადებებით გამოირჩევა.