18 ნოემბერი 2024,   07:26
ვრცლად
საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები სწავლის დაფინანსებას 2020 წელსაც მიიღებენ

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა. რიგით მე-20 შეკრებას კომისიის თავმჯდომარე, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი უძღვებოდა. სხვა აქტუალურ საკითხებთან ერთად, კომისიის წევრებმა ზამთრის პერიოდში ადგილობრივი მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა, ფინანსური დახმარებისა და სტუდენტების დაფინანსების საკითხები განიხილეს.

"ყველა სოფელი, რომელიც გამყოფი ხაზის მიმდებარედ მდებარეობს და იქ მცხოვრები სტუდენტები კვლავინდებურად მიიღებენ სახელმწიფოსგან სწავლის დაფინანსებას 2019-2020 წლის აკადემიურ წლებში," - აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა. 

 

დღის ამბები