საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1 ნოემბრისთვის დადგენილი ახალი გაცვლითი კურსის თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9597 ლარი გახდა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.9632 ლარი იყო. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0035 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ლარი ევროსთან მიმართებით გამყარდა. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური მონაცემებით 3.3045 ლარია, დღეს მოქმედი კურსი კი 3.2963 ლარს შეადგენდა. ცვლილებამ ევროსთან მიმართებით 0.0082 ლარი შეადგინა.