18 ნოემბერი 2024,   04:25
ვრცლად
"დეკანოზ მამალაძის შეწყალების შუამდგომლობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა" - მიტროპოლიტი დანიელი

წმინდა სინოდის მდივნის ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის განმარტებით, სინოდმა ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით დააყენა.

მიტროპოლიტ დანიელის ინფორმაციით, ჯერჯერობით დეკანოზს მღვდელმთავრის სტატუსი შეჩერებული აქვს.

"წმინდა სინოდმა იმსჯელა დეკანოზ გიორგი მამალაძის საკითხზე, რომელსაც დღემდე მღვდელმსახურება აქვს შეჩერებული და გრძელდება ეს შეჩერება. სინოდმა ერთხმად გადაწყვიტა, რომ აღძრას შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან მისი შეწყალების საკითხზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოჯახის რთული მდგომარეობის გათვალისწინების გამო," - განაცხადა მიტროპოლიტმა დანიელმა.

დღეს წმინდა სინოდმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეზე პრეზიდენტთან შუამდგომლობა დააყენოს. ამის შესახებ მეუფე პეტრემ სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

დღის ამბები