18 ნოემბერი 2024,   04:51
ვრცლად
"მას უნდა პატრიარქის მოკვდინება, სულიერი და ფიზიკური მკვლელობა" - ედიშერ ქარჩავა

წმინდა სინოდის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა მართებულად აფასებს. ქარჩავამ განცხადება ჟურნალისტებთან საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიაზე გააკეთა და განმარტა, რომ თავის დროზე, სწორედ მან ამხილა მეუფე პეტრე მსგავსი ცილისმწამებლურ დამოკიდებულებაში პატრიარქის წინააღმდეგ.

"მე როდესაც გამოვედი მეუფე პეტრეს წინააღმდეგ და ვამბობდი, რომ მას უნდა პატრიარქის მოკვდინება, მას უნდა სულიერი და ფიზიკური მკვლელობა სწორედ ამ სიბინძურეზე მქონდა აქცენტი, უბრალოდ საჯაროდ ვერც გავიმეორებდი და ღმერთს მადლობა და ღმერთმა დამიფაროს, რომ ის ცილისწამება ბინძური, რომელიც მან მაშინ იკადრა ის მე მეთქვა, მაგრამ მე ვთქვი, რომ მას უნდა პატრიარქის მკვლელობა, შეიძლებოდა ადამიანს უბრალოდ გულიც კი გასკდომოდა ცილისწამებისთვის იმ ბინძური კამპანიისთვის, რომელიც ბოროტმა დაითმინა მას მისი ბაგეებიდან ათქმევინა,"- განაცხადა საპატრიარქოს იურისტმა ედიშერ ქარჩავამ.

დღის ამბები