საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, საპატრიარქოს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. მამა ანდრია ჯაღმაიძემ, დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეფასების გაკეთებისაგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ საპატრიარქო განცხადებას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით დღეს გამოაქვეყნებს.
"კომენტარს ვერ გავაკეთებ, სპეციალურად მთელი დღე არ გავაკეთე კომენტარი. ცოტა მეუხერხულება, იმიტომ რომ გახსოვთ, ბოლო ინციდენტმა ხმაური გამოიწვია, მეუფე პეტრესთან მომხდარმა უსიამოვნებამ და დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე, მე არ მინდა გავაკეთო არანაირი განცხადება, უფრო სწორია. განცხადებებს აკეთებენ ეპისკოპოსები და მათთვის უფრო იოლია დაწვრილებით აღწერა, რადგანაც სინოდის კრებას თავადაც ესწრებოდნენ. ცოტა ხანში, სინოდის ოქმს წაიკითხავენ და დაგიძახებენ," - ამბობს მამა ანდრია ჯაღმაიძე.