"ევროპული საქართველოს" გენერალური მდივანი გიგი უგულავა ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს სწორედ ის ბრალდებებია, რითაც რუსეთის ეკლესია ქართულ სასულიერო პირებს აშანტაჟებს.
გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ პრობლემები, რის წინაშეც საპატრიარქო დგას, კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს.
"თუ რამით აშანტაჟებს ქართულ სასულიერო პირებს რუსული ეკლესია და რუსული FSB, სწორედ ის ბრალდებებია, რომელიც ჩვენ დღეს მოვისმინეთ. კომპლექსურია პრობლემა და კომპლექსურად უნდა შეიცვალოს დამოკიდებულებები:
1) უნდა მორჩეს დევნა ადამიანების სექსუალური ნიშნით, რის ავანგარდშიც, სამწუხაროდ, ეკლესიის ძალიან დიდ ნაწილს ვხედავდით; 2) უნდა გადაისინჯოს ჩვენი ეკლესიის ურთიერთობა რუსეთის ეკლესიასთან. ის შანტაჟის ენა, რითაც რუსეთის ეკლესია ესაუბრება ჩვენსას, სწორედ ამ თემებს ეხება,"- განაცხადა გიგი უგულავამ.
შეგახსენებთ, ჭყონდიდის ეპარქიის უკვე ყოფილმა მღვდელმთავარმა პეტრემ, სინოდის სხდომიდან გამოსვლის შემდეგ პატრიარქი "მამათმავლობის ცოდვაში" დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სწორედ ამიტომ გაათავისუფლეს ის მღვდელმთავრის თანამდებობიდან.