"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ქართული ეკლესიის წინააღმდეგ დეზინფორმაციის გავრცელებაში "ფსევდოლიბერალურ ძალებს" ადანაშაულებს.
ინაშვილი თვლის, რომ ქართული ეკლესიის წინააღმდეგ გავრცელებული ინფორმაციის 99% ტყუილია.
"ეს ბრძოლა მიზნად ისახავდა ეკლესიის დისკრედიტაციას, სინოდისა და პატრიარქის დისკრედიტაციას. ჩვენ მუდმივად სხვადასხვა ტიპის დეზინფორმაციის გავრცელების მოწმე ვხდებით ამ წლების განმავლობაში. 0.1% შეიძლება სადღაც სიმართლეცაა, მაგრამ 99% არის ტყუილი. სწორედ ასეთი ფორმით საინფორმაციო ომს ეკლესიის და პატრიარქის წინააღმდეგ აწარმოებდნენ ფსევდოლიბერალური ძალები,"- განაცხადა ირმა ინაშვილმა.