18 ნოემბერი 2024,   04:34
ვრცლად
პარლამენტი შეწყალების ახალ წესზე იმსჯელებს - ოპოზიცია ხელისუფლებას საკითხისადმი არაადეკვატურ მიდგომაში ადანაშაულებს

პარლამენტმა შეწყალების ახალ წესზე უნდა იმსჯელოს. რეკომენდაციებისათვის საკანონმდებლო ორგანოს პრეზიდენტმა უკვე მიმართა. პროცესის დაწყებისთვის საპარლამენტო უმრავლესობა მზადყოფნას გამოთქვამს.

ოპოზიციაში კი თვლიან, რომ მთავარი არა შეწყალების წესის შეცვლა, არამედ უკვე მომხდარი შეწყალებების გამოძიებაა, რასაც მათი თქმით, შესაძლოა კორუფციული გარიგებები ედო საფუძვლად. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ხელისუფლება არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს.

პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, ოთარ კახიძე მიიჩნევს, რომ თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები კორუფციულ გარიგებაში შედიან და ქრთამს იღებენ შეწყალების სანაცვლოდ, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია.

მოძრაობა "ლელოს" სპიკერი, ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტმა, ნაცვლად იმისა, რომ თავად აიღოს ბერკეტი და შეწყალების პროცესი სწორად წარმართოს, ის პასუხისმგებლობისგან გაქცევას ცდილობს. 

დღის ამბები