დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ კალანდიას საქმის სასამართლო განხილვა გრძელდება. დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სხდომების გასაჯაროების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
დღეს ბრალდების მხარის 3 მოწმეც დაკითხა, მათ შორის 2 არასრულწლოვანი. პროკურატურის ინფორმაციით, ისინი დანაშაულის ადგილზე მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ და მათ ჰქონდათ მიხეილ კალანდიასთან უშუალო კომუნიკაცია.
დაცვის მხარის განმარტებით, ბრალდების მოწმეთა ჩვენებებით, კალანდიას დანაშაული არ დასტურდება.
პროცესს დღეს მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძეც ესწრებოდა.