18 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
"სანამ სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩემს განკვეთას ერისკაცამდე, ვრჩები შეჩერებული ხარისხით, ერთი ცოდვილი ბერი ვარ" - მეუფე პეტრე

მარტვილი ძველ ეპისკოპოსს, პეტრე ცაავას, ემშვიდობება. ჭყონდიდის ეპარქიაში შეკრებილები ახალ მმართველს, მეუფე გრიგოლ კაციას, ელოდებიან. ადგილობრივები პირადად მოისმენენ განწყობას - რას ფიქრობს სამეგრელოში საეკლესიო თემის ახალი ხელმძღვანელი წმინდა სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებებზე. მარტვილში პეტრე ცაავას მხარდაჭერას უცხადებენ. პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა სასულიერო სკოლა-პანსიონის პრორექტორმაც.

"სანამ მომავალი სინოდი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, ჩემს განკვეთას ერისკაცამდე,  მანამ ვრჩები შეჩერებული ხარისხით. ერთი ცოდვილი ბერი ვარ. ახლა ჩამოვა მეუფე გრიგოლი, სტუმარი არაა ნამდვილად, მოვალეობის შემსრულებელია. მე ვაპირებ მოღვაწეობას ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ და სულის საცხოვნებლად," - განაცხადა მეუფე პეტრემ.

დღის ამბები