18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
რას იტყვის გიორგი მამალაძე სინოდის გადაწყვეტილებაზე - ადვოკატი  დეკანოზის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შედის 

რას იტყვის გიორგი მამალაძე წმინდა სინოდის გუშინდელ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მის შეწყალებას ეხება, ცოტა ხანში გახდება ცნობილი. მამალაძის უფლებადამცველი დეკანოზის მოსანახულებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს შევა.

მანამდე კი მიხეილ რამიშვილმა "კურიერთან" ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტი მამალაძეს, სავარაუდოდ, გაათავისუფლებს.

კითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი მამალაძის გათავისუფლებას, რამიშვილი განმარტავს, რომ მორატორიუმის გაუქმება პრეზიდენტს ისევე შეუძლია, როგორც ეს გამოცხადების შემთხვევაში მოხდა.

დღის ამბები