ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაცია ამავე ეპარქიის ყოფილ მღვდელმთავარს, პეტრე ცაავას მარტვილის რეზიდენციაში ხვდება. ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ეპარქიაში თავის მხარდამჭერ სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად იმყოფება.
"ყველას ვურჩევდი, ბერი უნდა იყოს მონასტერში"- ასე უპასუხა ახალმა მიტროპოლიტმა ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, თუ რას ურჩევდა ის პეტრე ცაავას.
კითხვაზე, სურდა თუ არა მას ჭყონდიდის მიტროპოლიტობა, მეუფე გრიგოლმა უპასუხა, რომ ის სოხუმისთვის, აფხაზეთისთვის ემზადება. სინოდის გადაწყვეტილებაზე საუბრისას, მან აღნიშნა, რომ პეტრე ცაავას ბოლო სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მისცეს გაფრთხილება და სთხოვდნენ, რომ მას პატრიარქისთვის შენდობა ეთხოვა, თუმცა მან ეს არ გაითვალისწინა.
სავარაუდოდ, მეუფე გრიგოლი ეპარქიის მმართველობას დღეს გადაიბარებს.