საკვირაო წირვას პატრიარქი აღავლენს. როგორც უწმინდესის პირადი ექიმი აცხადებს, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის ხვალ სამებაში მისვლას გეგმავს.
სინოდის ხმაურიანი სხდომის შემდეგ ეს პატრიარქის პირველი საკვირაო ლოცვა იქნება. ილია მეორე სავარაუდოდ, ქადაგებისას, ბოლო დროის ხმაურიან განცხადებებსა და სინოდის გადაწყვეტილებებზეც ისაუბრებს.