მედია-სამართალი ახალი გამოწვევების ფონზე - საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის გერმანული ფონდის ორგანიზებით, საკითხზე კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრას სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და დეპუტატები დაესწრნენ. ღონისძიების მონაწილეებმა მედია-პლურალიზმზე გაამახვილეს ყურადღება და იმსჯელეს ისეთი გამოწვევების გადაჭრის გზებზე, როგორიცაა სიძულვილის ენა სოციალურ მედიაში და ყალბი ახალი ამბები.
"ეს არის არამარტო ქართული გამოწვევა, ევროპისთვისაც დიდი გამოწვევაა.ერთის მხრივ გამოხატვის თავისუფლება, მეორეს მხრივ მაგალითად სიძულვილის ენა, რომელიც მიუღებელია ცივილიზებული საზოგადოებისთვის, რეგულაციები ისე რომ არ დაითრგუნოს გამოხატვის თავისუფლება, ეს არის მიზანი დღევანდელი კონფერენციის," - განაცხადა კონფერენციის ორგანიზატორმა, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორმა სულხან გამყრელიძემ.