18 ნოემბერი 2024,   06:53
ვრცლად
კახეთში სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრილი კობა თარაშვილის მდგომარეობა სტაბილურია

კახეთში, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრილი კობა თარაშვილის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ექიმის განცხადებით, ის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პაატა კაპანაძის თქმით, თარაჭვილს ჭრილობა მხრის მიდამოებში აქვს მიყენებული, მედიკოსები ამ დროისთვის ამპუტაციის საკითხს არ განიხილავენ.

"გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია. დღეს პაციენტის მდგომარეობა მეტ-ნაკლებად სტაბილურია, თუმცა აგრძელებს მკურნალობას ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში, რაც შეეხება ამპუტაციის საკითხს, ჯერჯერობით დღის წესრიგში არ დგას. პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება სამკურნალო დაცვითი ნარკოზის ქვეშ, ამბობს ღუდუშაურის საავადმყოფოს სახელობის ექიმი პაატა კაპანაძე.

შეგახსენებთ, კახეთში მომხდარი კონფლიქტის დროს დაჭრილი სოფელ მირზაანის რწმუნებულის შვილია. პოლიციამ მომხდარში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

დღის ამბები