საფრანგეთში შტორმი "ამელის" გამო 140 ათასი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთით განგაშის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.
ძლიერმა ქარმა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები მოგლიჯა. ძირითად ავტომაგისტრალებზე ძლიერი წვიმის გამო მოძრაობა აიკრძალა.
სტიქიის შედეგად დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.