18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
სოლიდარობის აქცია აზარტული თამაშების წინააღმდეგ

აზარტული თამაშების წინააღმდეგ  სოლიდარობის აქცია "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" გაიმართა. მოქალაქეები "ქართული დასის" ორგანიზებით შეიკრიბენენ.

მათ ხელისუფლების მხრიდან, აზარტული თამაშების წინააღმდეგ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ყველა სახის რეკლამის აკრძალვა მოითხოვეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის თქმით, მისი და საზოგადოების ინიციატივით, აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ პარლამენტში უახლოეს მომავალში საკანონმდებლო პროექტი შევა.

დღის ამბები