გურამიშვოლის გამზირზე, კორპუსის აფეთქების შედეგად დამწვარი 39 წლის სოსო ჯავახიშვილი გარდაიცვალა.
დაშავებული 19 ოქტომბრიდან დამწვრობის ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მას სხეულის 60 % ჰქონდა დამწვარი.
ბუნებრივი აირი გურამიშვილის გამზირის 34-ში 19 ოქტომბერს აფეთქდა. აფეთქება სწორედ გარდაცვლილის სახლში მოხდა. დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლები ამ დრომდე სასტუმროში არიან განთავსებული.