18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
ყოფილი ქორეპისკოპოსი მეუფე იაკობი და მეუფე გრიგოლი დღეს საკუთარ ეპარქიებში არ გამოჩენილან

ბოდბის ეპარქიის ხელმძღვანელი მეუფე იაკობი საკვირაო წირვაზე ისევ არ გამოჩენილა.
როგორც ბოდბის მონასტერში ამბობენ, ის ტაძარში სინოდის ხმაურიანის სხდომის შემდეგ აღარ უნახავთ.

მონასტრის მრევლს საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრი ისევ უჭირს.

წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში წირვა დღეს მამა თეიმურაზმა ჩაატარა.
ყოფილ ქორეპისკოპოსს, რომლის სკანდალური ბრალდებებიც მთელი ერთი კვირის განმავლობაში განხილვების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, სინოდის სხდომაზე შეუნდეს.

საკვირაო წირვაზე დღეს არც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გამოჩენილა. 
ფოთის საკათედრო ტაძარში საღვრთო მსახურება მეუფე გრიგოლის გარეშე ჩატარდა.საკვირაო წირვა ეკლესიაში ტაძრის მოძღვარმა მამა კონსტანტინემ აღავლინა.

ტაძარის მომსახურე პერსონალის ინფორმაციით, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში იმყოფება და გავრცელებული ცნობა მიტროპოლის საბერძნეთში გამგზავრებასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება. 

 

დღის ამბები