18 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
რომის ქუჩაზე ქართველი არქიტექტორის დაპროექტებული შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

რომის ქუჩაზე შენობა-ნაგებობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. კახა კალაძის განმარტებით, სამუშაოები მნიშვნელოვანი და ღირებულია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების კუთხით და სრულად 2020 წლის დეკემბერში დამთავრდება.

პროექტი, რომლის ღირებულება დაახლოებით მილიონ ლარს შეადგენს, 40-მდე ოჯახს უკეთეს საცხოვრებელ პირობებს შეუქმნის. 

"მნიშვნელოვანია ეს კონკრეტული შენობა-ნაგებობა იმ თვალსაზრისით, რომ ქართველი არქიტექტორის სიმონ კლდიაშვილის მიერ არის დაპროექტებული," - აღნიშნა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ. 


დღის ამბები