18 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს - გერმანიის ელჩი საქართველოში

"კარგი იქნებოდა, პასუხისმგებელ პირებს ცხინვალსა და მოსკოვში ბერლინის კედლის გაკვეთილები ესწავლათ: საზღვრები, რომლებიც ეფუძნება არაადამიანურობას, დიდხანს ვერ იარსებებს," – ეს განცხადება საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა გაავრცელა.

როგორც საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დე ფაქტო უწყებები მძიმე სამედიცინო შემთხვევების დროსაც კი მოქალაქეებს ადმინისტრაციული ხაზის გადაკვეთას უკრძალავენ და ამ შემთხვევაში ე.წ. "ბორდერიზაციის" ჰუმანიტარული შედეგები კიდევ უფრო ნათელი ხდება.

დღის ამბები