ახალი ავტობუსები თბილისში. 30 ახალი სატრანსპორტო საშუალება ძირითადად დედაქალაქის გარეუბნებს მიერთებულ სოფლებს მოემსახურება.
მუნიციპალური ავტობუსების პარკის განახლების პროექტის ფარგლებში, თბილისში ISUZU-ს და MAN-ის მარკის ავტობუსები შემოვიდა,
ახალი ავტობუსები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის სრულად ადაპტირებულია.
"არსებული ავტობუსების პარკი არის უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ დავისახეთ პრიორიტეტად, რომ განვახორციელოთ არსებული პარკის ჩანაცვლება ევროპული სტილის ავტობუსებით,"- განაცხადა კახა კალაძემ.