5 საათზე მეტია პარლამენტში სასამართლოს მოსამართლეობის მორიგ კანდიდატს უსმენენ. ამჯერად დეპუტატების შეკითხვებს ლაშა ქოჩიაშვილი პასუხობს.
დეპუტატების უმეტესობა დღეს დაინტერესდა, იყო თუ არა წინა ხელისუფლების დროს სასამართლოზე ზეწოლა. სწორედ ამ კითხვით მიმართა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ მოსამართლე ქოჩიაშვილს.
მოსამართლის განცხადებით, წინა ხელისუფლების მმართველობის დროს სასამართლო ხელისუფლებაში გარკვეული ხარვეზები იყო, თუმცა რა ხარვეზებს გულისხმობდა, ქოჩიაშვილს დღეს არ დაუკონკრეტებია.
"გარკვეული ხარვეზები იყო. თუ რა ხარვეზები იყო, თითოეულს შეგიძლიათ ჰკითხოთ, ვინც პირველმა აღიარა ეს ხარვეზები მას ჰკითხეთ და დეტალურად ის გეტყვით," - აღნიშნა დეპუტატებთან ლაშა ქოჩიაშვილმა.
ქოჩიაშვილი სასამართლოში1999 წლიდან მუშაობს. ის რიგით 17-ე კანდიდატია, რომელსაც საქართველოს პარლამენტში უსმენენ.