შეუწყდება თუ არა ანა დოლიძეს უფლებამოსილება - აზრთა სხვადასხვაობაა იმაზე, საერთოდ აქვს, თუ არა პრეზიდენტს ამის უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ანა დოლიძე პრეზიდენტმა წარადგინა, მისი გამოწვევის პროცედურაზე კანონდებლობაში არაფერი წერია. კონსტიტუციონალისტები და პოლიტიკოსები ახლა არკვევენ, რამდენად კანონიერია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოთხოვნა.
კონსტიტუციონალისტი, "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის დირექტორი, ვახუშტი მენაბდე მიიჩნევს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს მხოლოდ იმის უფლებამოსილება აქვს, რაც კონსტიტუციით პირდაპირ აქვს მინიჭებული - ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნის უფლება და გათავისუფლება, მის კომპეტენციაში საერთოდ არ შედი= აცხადებს მენაბდე. .
როგორც საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია აღნიშნავს, ანა დოლიძის მიმართ დაწყებული მოქმედებები ერთგვარი დასჯის მექანიზმია იმ განცხადებების და მოსაზრებების გამო, რომელიც მას გააჩნია. ამიტომ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღოს კონსტიტუციის შესაბამისად და არ მიმართოს პრეზიდენტს. კოჩორაიას თქმით, შესაბამისად, პრეზიდენტმაც არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომლის უფლებამოსილებაც მას, არ გააჩნია.