18 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ძალიან რთულია - ომბუდსმენი სოფიო კილაძეს მხარდაჭერას უცხადებს

"ქალმა საჯაროდ ისაუბროს მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჩვენ საზოგადოებაში ძალიან, ძალიან რთულია, ხოლო საჯარო პირმა, პოლიტიკოსმა და ცნობადმა სახემ - 10 000-ჯერ უფრო რთული და ძალიან დიდ გამბედაობას მოითხოვს," - განცხადებას სოციალურ ქსელში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ავრცელებს.

ომბუდსმენი "კურიერში" ექსპლუზიურ ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

"ოჯახში ძალადობას არ აქვს სოციალური სტატუსი, ასაკი, რელიგია, მისი მსხვერპლი შეიძლება გახდეს ყველა. სირცხვილი არ არის იყო მსხვერპლი, არც მსხვერპლის "ბრალია" იყოს მსხვერპლი. სახელმწიფო იმიტომ არსებობს, რომ უნდა დაგვიცვას ასეთ ვითარებაში, საზოგადოება გვერდით უნდა დაუდგეს მათ. ყველა ქალმა უნდა ამოიღოს ხმა ძალადობის დროს და მისცეს სხვებს მაგალითი!" - წერს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები