18 ნოემბერი 2024,   06:49
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს

ჭყონდიდის ეპარქიაში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. ცხრა წევრისგან შემდგარი კომისია ამჯერად მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მუშაობს.

ადგილზე სამი ობიექტის: სასკოლო სემინარიის, ღვინის მარნის და პატრიარქის რეზიდენციის ინვენტარიაზაცია მიმდინარეობს.

კომისიის წევრები უკვე გაეცნენ სასკოლო სემინარიაში და ღვინის სახლში  არსებულ მდგომარეობას, რის შემდეგაც პატრიარქის რეზიდენციაში გადაინაცვლებენ. 

კომისიის წევრის, არქიმანდრიტ დავით კემულარიას თქმით, აღწერა ეპარქიის გადაბარების გამო გახდა საჭირო. 

პროცესს დაესწრო სემინარიის ყოფილი რექტორი მამუკა დანელია და კომისიას სემინარიაში არსებული ყველა დოკუმენტაცია მიაწოდა. არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა ღვინის სახლის დირექტორმა თემურ გამყრელიძემ.

დღის ამბები