18 ნოემბერი 2024,   06:57
ვრცლად
ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს - სახალხო დამცველის მოადგილე

მას შემდეგ, რაც დეპუტატმა სოფიო კილაძემ "კურიერთან" განაცხადა, რომ ყოფილი მეუღლისგან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, ამ თემაზე კომენტარები სახალხო დამცველის აპარატშიც გაკეთდა. 

საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძემ ოჯახური ძალადობის პრევენციულ ღონისძიებების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ძალადობის მსხვერპლს სახელმწიფოსგან მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს.

"განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პრევენციული პოლიტიკა გააძლიეროს. ასევე, საზოგადოებამდე ინფორმაციის მიტანა ყველა შესაბამისი გზით და ხერხით მოხდეს, რათა მათ ჰქონდეთ განცდა, რომ ამ საკითხებზე სახელმწიფოს გააჩნია მკაცრი პოლიტიკა და ეს პოლიტიკა გულისხმობს, როგორც ამ დანაშაულის პრევენციას, ასევე მომხდარ შემთხვევებში ეფექტურ რეაგირებას. ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ დაცვისა და დახმარების ღონისძიებები უფრო მეტად დაიხვეწოს, რათა მსხვერპლს ჰქონდეს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის იმედი,"- განაცხადა სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძემ. 

შეგახსენებთ, დეპუტატმა სოფიო კილაძემ "კურიერთან" დაადასტურა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა, რის გამოც სამართალდამცავებს შემაკავებელი ორდერის გამოწერის მოთხოვნით მიმართა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები