"ბიძინა ივანიშვილის საჭადრაკო დაფაზე ნებისმიერი ფიგურის გადანაცვლება არაფერს არ ნიშნავს, გარდა იმისა, რომ ისევ რჩება იგივე რეჟიმი და ისევ გრძელდება იგივე პოლიტიკა," - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილ მინისტრ მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას გამოეხმაურა.
რატიანი ფიქრობს, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე, ხელისუფლება ბატიაშვილის გათავისუფლებით პოლიტიკურ პასუხისმგებლობას იხსნის.
"რაც შეეხება მიზეზებს, ეს შეიძლება ია კერზაიას საქმეს უკავშირდებოდეს, რომელიც არის საკმაოდ მძიმე საქმე. წინასაარჩევნოდ უნდათ, რომ გათავისუფლდნენ ამ საქმისგან. გახარიამ გააკეთებინა ეს ბატიაშვილს და ახლა უნდა, გათავისუფლდეს ბატიაშვილისგან. თუმცა, ჩვენ ვხვდებით რომ მთავარი ფიგურანტი იქ, მაინც იყო გახარია, - აღნიშნა სერგო რატიანმა.
განთლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი თანამდებობას ტოვებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიხეილ ბატიაშვილმა მინისტრის პოსტს პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს.