18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს - ანრი ოხანაშვილი

"პირადად ჩემთვის, ეს ადამიანი არის დაზარალებული" - ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა მაკო გომურის შესახებ გააკეთა, რომელმაც 20 ივნისს, აქციის დარბევის დროს, თვალი დაკარგა. 

ოხანაშვილის თქმით, მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი უნდა მიენიჭოს და ამ უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა დროულად უნდა მიეცეს. 

"ჩვენთვის და პირადად ჩემთვის, ეს ადამიანი არის დაზარალებული. მას უნდა ჰქონდეს მისი უფლებებით სრულად სარგებლობის შესაძლებლობა და იმედი მაქვს, რომ მას მიეცემა ეს შესაძლებლობა. მოვუწოდებ ყველას, რომ დამატებითი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით არ წარვმართოთ," - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები