18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
"კურიერის" ექსკლუზიური ინტერვიუ მამა გიორგი სხილაძესთან - მღვდელმსახური მუქარაზე საუბრობს

"მაიძულეს ქვეყანა დამეტოვებინა" - განცხადება მამა გიორგი სხილაძემ ექსკლუზიურად "კურიერთან" გააკეთა და ქვეყანა დატოვა. სკანდალური განცხადების ავტორი საქართველოში კიდევ რამდენიმე დღე აპირებდა დარჩენას, თუმცა ამბობს, რომ ამის შესაძლებლობა არ მისცეს.

მამა გიორგი სხილაძის განცხადებით, მას ახლობლები დაუკავშირდნენ და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობეს. მამა გიორგი სხილაძე ამბობს, რომ კონკრეტული ადამიანების სურვილი მისი განადგურებაა. ამ გზავნილების შემდეგ, მღვდელმსახურის თქმით, იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.

"მე არ ვაპირებდი წასვლას და კვირას კიდევ წირვა მქონდა დანიშნული თბილისში, მაგრამ გუშინ დაგვიკავშირდნენ  ახლობლები და შეგვატყობინეს, რომ არის რეალური საფრთხე და სასწრაფოდ დავტოვეთ თბილისი. ეს არის საპატრიარქოს მიერ ორგანიზებული, ასე ვთქვათ, ფანატიკური ჯგუფები მომისიონ და სულ მცირე, გამანადგურონ. მეუღლე მახლდა გვერდით და მისი უსაფრთხოების გამო, დავტოვე თბილისი. მივიღე მუქარები,“ - აცხადებს მამა გიორგი სხილაძე. 

დღის ამბები