ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილი ბაჩანა შენგელია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილ მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობიდან გადადგომას ეხმაურება.
შენგელია დარწმუნებულია, რომ ბატიაშვილის პოსტიდან გათავისუფლება დედამისის გარდაცვალების საქმეს უკავშირდება.
"მიხეილ ბატიაშვილი არ გადამდგარა საკუთარი ნება-სურვილით, ის გადააყენეს. ვინაიდან ხელისუფლებას ძალიან მძიმე ტვირთად აწევს მინისტრი, რომელიც უმძიმეს დანაშაულში არის ეჭვმიტანილი. ვგულისხმობ ია კერზაიას საქმეს და ზუგდიდის მეექვსე სკოლაზე განხორციელებულ პრაქტიკულად თავდასხმას, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა. შესაბამისად, პირდაპირ კავშირშია ამ საქმესთან და იმასთან, რომ სარჩელი სტრასბურგში უკვე დარეგისტრირდა," - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ მიხეილ ბატიაშვილის მინისტრის პოსტიდან გადადგომის შეფასებისას.