18 ნოემბერი 2024,   05:41
ვრცლად
კახა კალაძეს რუსეთიდან აშანტაჟებენ - სავარაუდო ძალადობის მსხვერპლის მეგობარი

მეუფე ზოსიმეს მხრიდან ძალადობის სავარაუდო მსხვერპლის, კახა კალაძის მეგობარმა თემურ კუპატაძემ "კურიერთან" საუბრისას განაცხადა, რომ ეკლესიაში ბოლო დროს მიმდინარე პროცესები რუსეთიდან იმართება.

კუპატაძის თქმითვე, კახა კახა კალაძეს რუსეთში მოღვაწე ყოფილი ქართველი პოლიტიკოსები აშანტაჟებენ. 

"რუსული ეკლესიის წარმომადგენელია, რომელიც ყოველთვის გააფთრებით ებრძოდა ჩვენს ავტოკეფალიას. რაც შეეხება შანტაჟს, რუსეთიდან არიან მასთან პიროვნებები და არც დავასახელებ სახელებს, ყველას ვიცნობ და მიმოწერა მაქვს. უგზავნიან კახას შანტაჟის წერილებს. ის ხალხი მოსკოვში ცხოვრობს და ჩასულები არიან ამ პროცესისთვის, რადგან ეს პროცესი მომზადებულია. ყოფილი პოლიტიკური წრეები, რომლებიც მოსკოვში აგრძელებენ მოღვაწეობას და თქვენ მიხვდით, ქართველები არიან,"- განაცხადა თემურ კუპატაძემ.  

შეგახსენებთ, წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოს მეუფე ზოსიმეს, სემინარიის ყოფილი სტუდენტი, საფრანგეთში მოღვაწე მამა გიორგი სხილაძე სექსუალური ხასიათის ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებს.

მამა გიორგი სხილაძის ინფორმაციით, 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს, რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე, კახა კალაძეზე ძალადობა სცადა და ეს პირველი შემთხვევა არ იყო. სტუდენტმა მომხდარის შესახებ ინფორმაცია საპატრიარქოს მიაწოდა, თუმცა, საბოლოოდ, მხოლოდ სტუდენტები დაისაჯნენ და ისინი სასწავლებლიდან გარიცხეს.

სკანდალურ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ის წერილიც გავრცელდა, რომელიც სავარაუდო ძალადობის მსხვერპლმა სტუდენტმა საპატრიარქოს მისწერა.

რამდენიმე გვერდიან წერილში აღწერილია, სად და რა ვითარებაში ცდილობდა მეუფე ზოსიმე ეძალადა ახალგაზრდა სტუდენტზე.

ამავე თემაზე
დღის ამბები