18 ნოემბერი 2024,   17:34
ვრცლად
გამიჭირდება თქმა, რომ კერზაიას საქმეზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს - გიგა ბოკერია

განათლების, მეცნიერებისა, კულტურისა და სპორტის უკვე ყოფილი მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის განცხადებაში, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა, ეჭვი ეპარება ოპოზიციას.

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ ბატიაშვილი ძალიან ბევრ სკანდალურ საქმეში იყო გახვეული და პრემიერმა სწორედ ამ მიზეზით გაათავისუფლა პოსტიდან.   

"შესაძლოა ია კერზაიას საქმე საბაბად გამოიყენეს, მაგრამ მაგ საქმეში ცენტრალური ფიგურა არის გიორგი გახარია, რომელიც პრემიერად დაინიშნა. შესაბამისად, მე გამიჭირდება თქმა, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეს. უფრო ლოგიკურია, რომ გახარიას ან თავის ხალხის მოყვანა უნდა, ან ბიძინას სხვა რაღაც მოუნდა, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ ბატიაშვილი ბიძინა ივანიშვილმა გადააყენა და ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან არის დაკავშირებული.

დღის ამბები