საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის გადადგომა კონკრეტული საქმეებისგან პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას არ ნიშნავს.
ვოლსკის შეფასებით, ბატიაშვილის მიერ პოსტის დატოვების დაკავშირება, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალების საქმესთან, პოლიტიკური სპეკულაციაა.
"მინისტრის პოსტიდან გადადგომა არ ნიშნავს პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას. ჩვენ ღია საზოგადოება ვართ, მათ შორის, სტრასბურგის შემადგენელი ნაწილია ჩვენი სამართლებრივი სისტემა და შესაბამისი კონვენციის წევრებიც ვართ. მიხეილ ბატიაშვილის გადადგომის ია კერზაიას საქმესთან დაკავშირება, ვფიქრობ, რომ არის პოლიტიკური სპეკულაცია," - განაცხადა ვოლსკიმ.