ვერის პარკში შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ წუთებში კინოთეატრ ამირანისკენ მსვლელობით მიემართებიან, ისინი გზაში "საქართველოს" სკანდირებენ.
მსვლელობის მიმდინარეობის დროს სიტუაციას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს. მსვლელობის გამო კინოთეატრთან სამანქანო გზა გადაიკეტა.
ფილმი "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ცოტა ხანში უნდა დაიწყოს. "ამირანის" წინ მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდაცმველი.