18 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"ამირანთან" აქციის მონაწილეებმა სავარაუდოდ, პიროტექნიკა ააფეთქეს

კინოთეატრ "ამირანთან" ქაოსია. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ქართულ კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგება, ვერის ბაღიდან კინოთეატრის მიმდებარედ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეთა ნაწილი ცდილობდა"ამირანთან" განლაგებული პოლიციელებისთვის აეხსნა, თუ რატომ სურთ ამ კინოჩვენების ჩაშლა და მოუწოდებდნენ, კინოთეატრის ტერიტორიაზე შეეშვათ.

ამ წუთებში, "ამირანთან" ვითარება დაძაბულია. რამდენჯერმე გაისმა აფეთქების ხმა. აქციის მონაწილეებმა სავარაუდოდ, პიროტექნიკა ააფეთქეს. 

აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციელებმა ტერიტორიიდან გაარიდეს.

დღის ამბები