18 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
"ამირანისგან" განსხვავებით სიმშვიდეა დანარჩენ კინოთეატრებთან, სადაც ფილმის პრემიერა უნდა გაიმართოს

სასულიერო პირები მივიდნენ "თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც პარაკლისს აღავლენენ.

სავაჭრო ცენტრში მდებარე კინოთეატრში ვითარება მშვიდია, მაყურებლები ფილმის პრემიერის დაწყებას ელოდებიან.

ამ წუთებში, დაძაბული ვითარებაა კინოთეატრ "ამირანთან". ტერიტორიაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები შენობაში შესვლას ცდილობენ, რის საშუალებასაც მათ სამართალდამცველები არ აძლევენ.

აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ე.წ. რობოკოპები.

რაც შეეხება დანარჩენ კინოთეატრებს, იქ ვითარება მშვიდია, სასულიერო პირები პარაკლისს აღავლენენ "გალერეა თბილისში" მდებარე კინოთეატრთანაც

დღის ამბები