18 ნოემბერი 2024,   06:38
ვრცლად
"და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენების მეორე დღე - რა გეგმები აქვს ვასაძის რადიკალურ დაჯგუფებას

რადიკალური ჯგუფების წევრები, რომლებიც ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებას აპროტესტებენ ვერის პარკში შეკრებას 16:00 საათისთვის გეგმავენ. რის შემდგომაც ისინი მოითათბირებენ და გაკეთდება ერთობლივი განცხადება, რომელსაც ლევან ვასაძე გააჟღერებს.

როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, საერთო განცხადების შემდეგ, გურამ ფალავანდიშვილი თანამოაზრეებთან და სასულიერო პირებთან ერთად "გალერეა თბილისთან" გადაინაცვლებს, სადაც მათი თქმით, ისინი პარაკლისს აღავლენენ.

ლევან ვასაძის დაჯგუფება პროტესტის გაგრძელებას ისევ კინოთეატრ "ამირანთან" გეგმავს. თუმცა იქნება თუ არა ეს პროტესტი ისეთივე ძალადობრივი სახის, როგორც გუშინ, ჯერჯერობით ამაზე რადიკალური ჯგუფებისგან კომენტარი არ კეთდება.

ვერის პარკში უკვე იმყოფებიან სამართალდამცავები, პოლიცია ასევე იმყოფება ყველა კინოთეატრთან, სადაც დღეს ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება იგეგმება.

დღის ამბები