18 ნოემბერი 2024,   06:56
ვრცლად
იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს პარლამენტმა - თალაკვაძე მოსამართლეთა სიაზე

უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის ზოგიერთ კანდიდატს შესაძლოა მმართველი გუნდმა მხარი არ დაუჭიროს. ვის აირჩევენ უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეებად პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრის შემდეგ გახდება ცნობილი. არჩილ თალაკვაძის თქმით, კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა, რომელიც გუშინ დასრულდა გამჭვირვალედ ჩაიარა. საჯარო მოსმენებმა კი აჩვენა, რომ არიან მსურველები, რომლებიც უვადო მოსამართლეობის მოთხოვნებს, კომპეტენციას და კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ.

"არაერთმა კანდიდატმა გამოავლინა თავისი კომპეტენცია და ვფიქრობ ისინი პასუხობენ მოთხოვნებს, რომელიც არსებობს უზენაესი სასამართლოს წევრობისთვის. იქნებიან კანდიდატები, რომლებსაც შესაძლოა მხარი არ დაუჭიროს პარლამენტმა. შესაბამისად საბოლოო შედეგებს თქვენ ნახავთ როდესაც კენჭისყრა ჩატარდება,"-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ

დღის ამბები