18 ნოემბერი 2024,   06:31
ვრცლად
თბილისში უფასო სასადილოების ბიუჯეტი 188 ათასი ლარით შემცირდა - თეონა ჭალიძე

თბილისში უფასო სასადილოების ბიუჯეტი 188 ათასი ლარით შემცირდა. პარტია "ახალ საქართველოში" აცხადებენ, რომ გამოყოფილი ბიუჯეტი ისედაც არასაკმარისია და თანხის გაზრდის ნაცვლად, საკრებულომ ბიუჯეტის შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.

ოპოზიციის მტკიცებით, სოციალური პროგრამით 38 ათასზე მეტი ბენეფიციარი სარგებლობს, მოლოდინის რეჟიმში კი 7.000-მდე სოციალურად დაუცველი  პირია.

"დღეისათვის თბილისში 62 უფასო სასადილო ფუნქციონირებს, რომლითაც სარგებლობს 38 365 სოციალურად დაუცველის სტატუსი მქონე პირი. ძირითად სიაშია 38 365 ბენეფიციარი. დამატებით სიაშია 2807, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ ულუფას, თუ ძირითად სიაში მყოფი ბენეფიციარი არ მივა. მოლოდინის რეჟიმში იმყოფება 4 080 ბენეფიციარი, რაც იმას ნიშნავს რომ 7000-მდე ადამიანი ითხოვს უფასო სასადილოების საკვებით სარგებლობას და ამის საშუალება მათ არ ეძლევათ,"- აცხადებს თეონა ჭალიძე.

დღის ამბები