18 ნოემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი დასრულდა

ჭყონდიდის ეპარქიის გადაბარების პროცესი დასრულებულია. საპატრიარქოს საგანგებო კომისიამ ქონება ახალ მიტროპოლიტს უკვე გადააბარა.

ბოლო 8 დღის განმავლობაში სპეციალური ჯგუფი მარტვილსა და აბაშაში სხვადასხვა ლოკაციაზე მუშაობდა, აღწერეს ქონება. საბოლოო შემაჯამებელი ოქმი კი ღამით დაიწერა.

შედეგების მიხედვით,  საპატრიარქო იწყებს მეუფე პეტრეს მმართველობის პერიოდში ქონების შესაძლო მიტაცების საქმეების შესწავლას. იღუმენია თამარ გამნყრელიძის ინფორმაციით, გაჩნდა გარკვეული კითხვები რამდენიმე ობიექტთან დაკავშირებით.

მისივე ინფორმაცით, ეს არის მიწები, რომლებზეც არსებობდა გაუგებრობა სპატრიარქოსა და ეპარქიას შორის.

დღის ამბები