ოქტომბრის თვეში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს და ქსელიდან ჩახსნეს სასიკვდილო დანადგარები. ამის შესახებ ინფორმაციას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს.
კომპანიის ინფორმაციით, ქსელიდან ყველაზე მეტი სახიფათო დანადგარი ჩახსნილია სამგორში, სადაც ოქტომბერში 1661 დარღვევა გამოვლინდა.
"თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, ზამთრის სეზონის დადგომასთან ერთად კომპანიის სპეციალისტები სრულად მობილიზებულები არიან და გეგმიური შემოწმებების გარდა ინტენსიურად მიმდინარეობს გაზგაყვანილობისა და შიდა ქსელის შემოწმებები.
"მრავალი გაფრთხილების მიუხედავად, სტატისტიკა მეტყველებს, რომ ხშირ შემთხვევაში აბონენტების ნაწილი გაზის ქსელის უსაფრთხოებას არ იცავს, გაზის უსაფრთხოების სპეციალისტებს არ აძლევს საშუალებას ბინაში დამონტაჟებული საშიში დანადგარი ჩახსნან ქსელიდან, რადგან კარს არ უღებენ და სრულად აიგნორებენ გაფრთხილებებს.
ერთხელ უკვე ჩაჭრილ, სასიკვდილო დანადგარებს კი ხელმეორედ, თვითნებურად აერთებს ქსელზე რაც საფრთხეში ადებს არა მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრების სიცოცხლეს, არამედ კორპუსში მცხოვრები მეზობლების ჯანმრთელობასაც,"- ნაქვამია კომპანიის განცხადებაში.
კომპანია "თბილისი ენერჯი" მომხმარებელებს კიდევ ერთხელ ახსენებს, რომ კუსტარულად, ქსელზე თვითნებურად დაერთებული ნებისმიერი ტიპის დანადგარის მოხმარება დაუშვებელია. ასევე სასიკვდილოა ღია წვის კამერიანი დანადგარები, გაზზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები ან გამათბობლები, რომლებიც ჟანგბადს ოთახიდან იღებენ.