18 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
ოპოზიცია ლევან ვასაძეს ივანიშვილის სატელიტს უწოდებს, ხელისუფლება კი მასთან პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავს

ემზადება თუ არა ლევან ვასაძე აქტიურ პოლიტიკაში მოსასვლელად. არსებული ინფორმაციით, რაინდი "ქართული ოცნების" ლიდერს უკვე შეხვდა. ბიზნესმენი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მიიღებს.

მას შემდეგ, რაც ფილმის პრემიერაზე დაწყებული მწვავე პროტესტის დროს ლევან ვასაძემ არაერთი პოლიტიკური გზავნილი გააჟღერა, მის სამომავლო გეგმებზე როგორც უმრავლესობაში, ასევე ოპოზიციაში განცხადებები კეთდება. 

"ლევან ვასაძე არის პირდაპირ პუტინტურ-ფაშისტური ჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი. ის ფინანსურად არის დაკავშირებული პირდაპირ რუსეთთან და თუ ის პოლიტიკაში იქნება, ის იქნება შავრაზმელების და პრორუსების ლიდერი. ის არის ივანიშვილის სატელიტი და აკეთებს იმას, რასაც ივანიშვილი ვერ აკეთებს. მისი ამოცანაა, რუსული ნარატივის დამკვიდრება,"-აცხადებს გიგი უგულავა. 

"ლევან ვასაძე იქნება ივანიშვილის მოკავშირე სხვა ფლანგზე. ვასაძე-ივანიშვილის შეხვედრაზე ის საკითხები განიხილეს, რაც შემდგომ განვითარდება. პირველ ყოვლისა, რუსეთისკენ საქართველოს სვლა. ის შეიძლება იყოს რუსეთის ემისარი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

"ლევან ვასაძე ამბობს, რომ ამკუწოთ არ ვიტყვიო და მე რომ ვიცოდი და ამკუწოს? სისულეებს ყველა იტყვის, წინასაარჩვევნო პერიოდია, და გირჩევთ არ მოტყუვდეთ. არავითარი ვადამდელი არჩევნები არ იქნება,"- აცხადებს გია ვოლსკი.

ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას მინისტრებიც ეხმაურებიან.

მაია ცქიტიშვილი და ნათია თურნავა  ლევან ვასაძესთან ხელისუფლების პოლიტიკურ თანამშრომლობას გამორიცხავენ.

დღის ამბები