18 ნოემბერი 2024,   05:24
ვრცლად
მაკო გომურის დაზარალებულად ცნობა ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი წნეხის ხარჯზე მოხდა - ოპოზიციის შეფასება

მაკო გომურის დაზარალებულად ცნობის საკითხზე შეფასებები პოლიტიკოსებმაც გააკეთეს.

ოპოზიციონერი დეპუტატების შეფასებით, ეს შერჩევითი სამართალია და ხელისუფლება ამ შემთხვევაში  იმის გათვალისწინებით მოქმედებს, რამდენად ძლიერია საზოგადოებისგან წნეხი. ოპოზიციონერი დეპუტატები კონკრეტულ სახელებსა და გვარებსაც ასახელებენ და აღნიშნავენ, რომ პროკურატურა მათ შემთხვევაში საქმეს შეგნებულად აჭიანურებს.

შეფასებები გაკეთდა უმრავლესობაშიც. მათი თქმით, პროცესი უნდა დაჩქარდეს და დაზარალებულ ადამიანებს შესაბამისი სტატუსიუნდა მიენიჭოს.

ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარიას თქმით, მაკო გომურისა და რამდენიმე ადამიანის დაზარალებულად ცნობა საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად მოხდა, რასაც არსებითად ხელისუფლების მიდგომა არ შეუცვლია. როგორც ხოშტარია ამბობს, ხელისუფლების მთავარი ინტერესია 20 ივნისის ღამეს დაზარალებულების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აღნიშნავს, ხელისუფლებას უნდა რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ცნოს დაზარალებულად.

საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილის თქმით, ეს არის კლასიკური დისკრედიტაცია და ამ ეტაპზე დაიჩაგრნენ ის ადამიანები, ვისაც ხშირად არ ახსენებდნენ.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, მაკო გომურის დაზარალებულად ცნობა ადრეც უნდა მომხდარიყო, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა.

დღის ამბები