18 ნოემბერი 2024,   05:22
ვრცლად
"შე ნაბოზ..." - მიხეილ ყაველაშვილისა და აკაკი ბობოხიძის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი და "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

მიხეილ ყაველაშვილმა აკაკი ბობოხიძეს სიცრუის ტირაჟირებაში დასდო ბრალი, ხოლო დეპუტატს - კაკოია ბობოხიძე უწოდა. 

"არ შემიძლია ემოციის გარეშე ვუცქირო ჩემს მარცხნივ მჯდომ ძალას, გაერთიანებულ ძალას, ვითომ გაყოფილს, ორ წუთში თუ მექნება საშუალება, ამათ სახეს დაგანახებთ, თუ რას წარმოადგენენ ესენი. როცა ოდნავი შესაძლებლობა მიეცემა ხოლმე ამ ძალას, როგორც იყო ეს 20 ივნისს, დავინახეთ ხომ ყველამ რისი გაკეთება უნდოდათ - აქ, შიგნით გამაგრებულნი არიან რომან გოცირიძე და მისი ამფსონები თავისი აქტივისტებით და გარეთ რა დღეში იყვნენ. როგორც კი ძალას კარგავენ, ზუსტად ასეთ ქილიკს მიმართავენ და სიცრუის ტირაჟირებას, როგორც აგერ კაკოია ბობოხიძე ტირაჟირებდა ახლა,"- განაცხადა ყაველაშვილმა

ამ განცხადებას აკაკი ბობოხიძის მძაფრი პროტესტი და სავარაუდოდ მიხეილ ყაველაშვილის მიმართ უცენზურო გამონათქვამი მოჰყვა.  

"შე ნაბოზ..."- გაისმა მიხეილ ყაველაშვილის მიკროფონში საპასუხოდ. დარბაზში არეულობა დაიწყო. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ აკაკი ბობოხიძეს კორექტულობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

"ძალიან კარგია, თუ ასეთი რეაქცია გექნებათ და არა სიცრუის ტირაჟირება" - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა ინციდენტის დასასრულს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები