18 ნოემბერი 2024,   05:47
ვრცლად
განგაშის სიგნალი ისრაელში - საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეებს აფრთხილებს.

განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ქართველები ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედებისას.

თელ-ავივში, ბათ-იამსა და ისრაელის რამდენიმე სხვა ქალაქში განგაშის სიგნალი იყო. მიზეზი ღაზის სექტორიდან გაშვებული 50-მდე რაკეტა გახდა. მანამდე ისრაელმა ღაზის სექტორზე იერიში მიიტანა.

ლიკვიდირებულია პალესტინური დაჯგუფების "ისლამური ჯიჰადის" მეთაური. შეტევის დროს დაიღუპა დაჯგუფების მეთაურის ცოლიც. ასევე დაშავდა ორი ადამიანი.

დღის ამბები