18 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მასშტაბური ხანძარი სოხუმსა და ახალგორში - ოკუპირებულ რეგიონებში ტყეები იწვის

ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმის უღელტეხილზე, სოფელ ფსხუს მიმდებარედ უკვე რამდენიმე დღეა ტყე იწვის. ხანძრის ფართობმა უკვე 200 ჰექტარს გადააჭარბა. დე ფაქტო რეჟიმმა დახმარებისთვის რუსეთს მიმართა, თუმცა ჯერ ისევ პასუხის მოლოდინშია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების თქმით, სპეცავიაციის გამოყენების გარეშე ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდება.

ხანძარია ოკუპირებულ ახალგორშიც. ცეცხლი სოფელ წუბენის მახლობლად მდებარე გორაკზე გაჩნდა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ხანძრის არეალის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, თუმცა მისი ფართობი საკმაოდ დიდია. ადგილზე მისვლა სახანძრო მანქანით შეუძლებელია და მეხანძრეები მის ჩაქრობას ტექნიკის გარეშე ცდილობენ.

დღის ამბები